Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ასამდე ადამიანი მონაწილეობს აქციაში


კიევში ასამდე ადამიანი მონაწილეობს აქციაში, რომლის მიზანია, მხარი დაუჭიროს ოპოზიციურ "მეხუთე ტელეარხს",

კიევში ასამდე ადამიანი მონაწილეობს აქციაში, რომლის მიზანია, მხარი დაუჭიროს ოპოზიციურ "მეხუთე ტელეარხს",
რომელსაც რამდენიმე დღის წინათ მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვეს. ტელეარხის ჟურნალისტები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლების ქმედებას პოლიტიკური სარჩული უდევს, რადგან "მეხუთე არხი" დადებითად აშუქებდა პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის ვიქტორ იუშჩენკოს მოღვაწეობას. როგორც ლიცენზიაჩამორთმეული არხის თანამშრომელმა კატერინა სელიპენკომ თქვა, მისი და მისი კოლეგების სურვილია, თავიანთი საქმე ობიექტურად, პატიოსნად და ღიად აკეთონ. [კატერინა სელიპენკოს ხმა] საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 31 ოქტომბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG