Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამთავრდა სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის


დამთავრდა სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

დამთავრდა სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
ვიზიტის ბოლო დღეს, სასტუმრო "მერიოტში", ქოჩარიანმა და მისმა მასპინძელმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ბიზნესკონფერენციაში, რომელიც ქართველმა და სომეხმა ბიზნესმენებმა გამართეს. საქართველოში სომხური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრა სომხეთის მეწარმეთა და მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ არსენ კაზარიანმა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის კახა ბენდუქიძის თქმით, სომხური კაპიტალის მოზიდვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
XS
SM
MD
LG