Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ხელისუფლების ცნობით, მეამბოხეები ჩაუსაფრდნენ


ერაყის ხელისუფლების ცნობით, მეამბოხეები ჩაუსაფრდნენ მინიავტობუსების კოლონას, რომელსაც სამთავრობო ჯარის მოსამსახურეები გადაჰყავდა,

ერაყის ხელისუფლების ცნობით, მეამბოხეები ჩაუსაფრდნენ მინიავტობუსების კოლონას, რომელსაც სამთავრობო ჯარის მოსამსახურეები გადაჰყავდა,
და 50-მდე ჯარისკაცი დახოცეს. პოლიციის ლეიტენანტის, ალი ჯავად კადიმის თქმით, მსხვერპლთა უმეტესობას ტყვია კეფაში ჰქონდა მოხვედრილი, რაც იმას მოწმობს, რომ ისინი დახვრიტეს. თავდასხმა ქალაქ ბაკუბის მახლობლად, ბაღდადიდან 150 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ერთ-ერთმა ისლამისტურმა საინტერნეტო გვერდმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ცნობილი ტერორისტის, აბუ მუსაბ ზარყავის ჯგუფმა. დამოუკიდებელი წყაროებით ამ განცხადების სარწმუნოობის შემოწმება ვერ ხერხდება. დღეს აშშ-ის ავიაციამ მორიგი იერიში მიიტანა მეამბოხეთა პოზიციებზე ქალაქ ფალუჯაში. იერიშის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ხუთი, ხოლო დაიჭრა შვიდი ადამიანი. დღესვე, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად დაიღუპა უშიშროების სფეროსთვის პასუხისმგებელი ამერიკელი დიპლომატი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება.
XS
SM
MD
LG