Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტობისთვის ჭიდილში ჰამიდ კარზაის


ავღანეთის პრეზიდენტობისთვის ჭიდილში ჰამიდ კარზაის მთავარმა მეტოქემ იუნუს ყანუნიმ თავისი მარცხი აღიარა.

ავღანეთის პრეზიდენტობისთვის ჭიდილში ჰამიდ კარზაის მთავარმა მეტოქემ იუნუს ყანუნიმ თავისი მარცხი აღიარა.

ყანუნის წარმომადგენელმა საიდ ჰამიდ ნურიმ განაცხადა, რომ, ხელმძღვანელობს რა ავღანეთის ეროვნული ინტერესებით, ყანუნი აღიარებს კენჭისყრის შედეგებს. ნურის თქმით, ყანუნის არ სურს ავღანეთში ახალი კრიზისის მიზეზად იქცეს. წინასწარი მონაცემებით, 9 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ამჟამინდელმა ლიდერმა ჰამიდ კარზაიმ გაიმარჯვა. თუმცა, ოფიციალურად კენჭისყრის შედეგები ჯერ არ გამოუცხადებიათ. ექსპერტები განაგრძობენ განხილვას კანდიდატთა საჩივრებისა, რომლებიც კენჭისყრის პროცესში ჩადენილ დარღვევებს უკავშირდება.
XS
SM
MD
LG