Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას ღამით და ორშაბათს დილით


კვირას ღამით და ორშაბათს დილით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლები საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იმყოფებოდა.

კვირას ღამით და ორშაბათს დილით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლები საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იმყოფებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის გურამ დონაძის თანახმად, ავტომატური იარაღიდან და ნაღმმტყორცნებიდან იცხრილებოდა ძირითადად ქართველებით დასახლებული სოფლები თამარაშენი და აჩაბეთი. მსხვერპლის შესახებ ცნობა არ არის, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ცეცხლის გახსნაში სეპარატისტული ხელისუფლება დაადანაშაულა. შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვი აცხადებს, რომ ცეცხლის ორმხრივი იყო. სააგენტო პრაიმ-ნიუსი შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გელა ზოზიაშვილზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საპასუხო სროლა ქართული სოფლებიდან არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG