Accessibility links

logo-print

რუსი სამართალდამცავები ავრცელებენ ცნობას ყარაჩაევო-ჩერქეზეთის


რუსი სამართალდამცავები ავრცელებენ ცნობას ყარაჩაევო-ჩერქეზეთის პრეზიდენტის

რუსი სამართალდამცავები ავრცელებენ ცნობას ყარაჩაევო-ჩერქეზეთის პრეზიდენტის
მუსტაფა ბადტიევის სიძის ალი კაიტოვის დამატიმრების შესახებ. კაიტოვი ეჭვმიტანილია ყარაჩაევო-ჩერქეზეთის ცემენტის ქარხნის შვიდი თანამფლობელის გატაცებასა და დახოცვაში. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ადგილობრივი პოლიციის 7 თანამშრომელი. ცემენტის ქარხნის გაუჩინარებულ თანამფლობელთა ნათესავები აცხადებენ, რომ მათი ახლობლები მას შემდეგ აღარ გამოჩენილან, რაც ალი კაიტოვის კუთვნილ აგარაკზე სათათბიროდ შეიკრიბნენ. კაიტოვის კუთვნილ კოტეჯში აღმოჩენილია ცარიელი ვაზნები.
XS
SM
MD
LG