Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის პრეზიდენტი ალუ ალხანოვი აცხადებს


ჩეჩნეთის პრეზიდენტი ალუ ალხანოვი აცხადებს, რომ ის მზად არის ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერებთან

ჩეჩნეთის პრეზიდენტი ალუ ალხანოვი აცხადებს, რომ ის მზად არის ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერებთან
მოსალაპარაკებლად, თუკი მათ შესწევთ უნარი განაიარაღონ მათივე მომხრეები. მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ალხანოვმა თქვა: [ალხანოვის ხმა] "სახეზეა მშვიდობისაკენ მიმართული მკაფიო ქმედებები, ამ პროცესის განვითარებისა და გამყარებისთვის. სწორედ ამისათვის, მიმაჩნია ნებისმიერი მოლაპარაკება, დიალოგი მეთაურებთან, თუკი ეს მეთაური ამბობს "ჩემთან არის 100 კაცი, რომლებიც ამა და ამ გარანტიის ქვეშ დაუბრუნდებიან მშვიდობიან ცხოვრებას, ხალხს". გარწმუნებთ, მე მზად ვარ რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთნ ერთად მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს და ასეთი გადაწყვეტილებებისა და თხოვნების შუამავლად დავდგე". ჩეჩნეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 5-დან 7 ათასამდე ყოფილმა ამბოხებულმა დადო იარაღი და დაუბრუნდა მშვიდობიან ცხოვრებას. ალხანოვის თქმით, დაუშვებელია მოლაპარაკება შამილ ბასაევთან, რომელიც საერთაშორისო ტერორისტად არის მიჩნეული. ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს ალხანოვი ასლან მასხადოვთან მოლაპარაკებას, რომელსაც ალხანოვის აზრით, არავითარი ვალდებულების შესრულება არ შეუძლია.
XS
SM
MD
LG