Accessibility links

ორშაბათს ვილნიუსის რაიონულმა სასამართლომ არ


ორშაბათს ვილნიუსის რაიონულმა სასამართლომ არ დაადასტურა ლიტვის ყოფილი

ორშაბათს ვილნიუსის რაიონულმა სასამართლომ არ დაადასტურა ლიტვის ყოფილი
პრეზიდენტის როლანდას პაკსასისთვის წაყენებული ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოს გაცემის თაობაზე. როლანდას პაკსასს ლიტვის პარლამენტმა უნდობლობა გასულ აპრილს გამოუცხადა. პაკსას ბრალდება, რომ მან უკანონოდ მიანიჭა ლიტვის მოქალაქეობა თავის ერთ-ერთ ფინანსურ მხარადმჭერს – რუს ბიზნესმენ იური ბორისოვს და ასევე სახელმწიფო საიდუმლოს გაცემა, როცა გააფრთხილა ბორისოვი, რომ მისი ტელეფონი ლიტვის უშიშროების სამსახურის მიერ ისმინებოდა. დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პაკსასმა განაცხადა: [პაკსასის ხმა] "ამავე საფუძველზე იყო იმპიჩმენტი, ამავე საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტის წევრებმა, ამავე საფუძველზე მტკიცებულებების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ. რა გამოდის, ძვირფასო ბატონებო, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, პრეზიდენტი კი უკვე სხვა არის".
XS
SM
MD
LG