Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აქტუალური რჩება პატიმართა, კონკრეტულად


საქართველოში აქტუალური რჩება პატიმართა, კონკრეტულად კი პატიმრობაში

საქართველოში აქტუალური რჩება პატიმართა, კონკრეტულად კი პატიმრობაში
მყოფი ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წევრის უფლებების დაცვის საკითხი. სამშაბათს ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა უშიშროების სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი მოინახულეს. მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟოზეფ დურიემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნარჩემაშვილს ფიზიკური ზემოქმედების კვალი არ აღენიშნება. დურიემ განაცხადა, აგრეთვე, რომ ევროსაბჭო ბოლომდე მიადევნებს თვალს ნარჩემაშვილის საქმეს. შეგახსენებთ, ორშაბათს ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფმა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი მოინახულა. შეხვედრის შემდეგ კი იმავე ჟოზეფ დურიემ ხაზი გაუსვა მოლაშვილის ყოფის ჰუმანურ ასპექტს, საკითხის იურიდიული შეფასებისგან კი თავი შეიკავა, საქმეში არასაკმარისი გათვითცნობიერების გამო. მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ სულხან მოლაშვილთან და ასევე პატიმრობაში მყოფ სათბობ-ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ დავით მირცხულავასთან შეხვედრა მოითხოვა.
XS
SM
MD
LG