Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ეროვნულმა კრებამ მიიღო კანონპროექტი


პაკისტანის ეროვნულმა კრებამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს

პაკისტანის ეროვნულმა კრებამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს
სიკვდილით დასჯას ოჯახის ღირსების დაცვის მოტივით ქალის მოკვლის გამო. პაკისტანის ტომთა ადათ-წესის თანახმად, პაკისტნელი ქალები ხშირად ეწირებიან ოჯახის ღირსებას. ღირსების დარღვევად კი მიჩნეულია ცოლქმრული ღალატი და სიყვარულით გათხოვება. 2003 წელს ოჯახის ღირსების დასაცავად პაკისტანში 1200 ქალი მოკლეს. პაკისტანის ეროვნული კრების მიერ მიღებული ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას უკიდურესად სასტიკი შემთხვევებისას და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ძალაში შესვლამდე კანონპროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG