Accessibility links

logo-print

ერაყელი გამომძიებლები იქადნებიან, რომ დაიჭერენ


ერაყელი გამომძიებლები იქადნებიან, რომ დაიჭერენ და დასჯიან გასულ შაბათს

ერაყელი გამომძიებლები იქადნებიან, რომ დაიჭერენ და დასჯიან გასულ შაბათს
ჩადენილ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს. შეგახსენებთ თავდამსხმელებმა დახოცეს 52 ადამიანი – 49 უიარაღო ერაყელი ჯარისკაცი და 3 მძღოლი. მკვლელობაზე პასუხისმგებლად თავი აბუ მუსაბ ზარყავის შეიარაღებულმა დაჯგუფებამ გამოაცხადა. ერაყელი გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ ხომ არ შეაღწიეს უკანონო სამხედრო დაჯგუფებების წევრებმა ერაყის გვრადიის რიგებში. სამშაბათს ორი ნაღმი აფეთქდა ქალაქ ბაყუბაში. დაიღუპა ერთი პოლიციელი. 26 ოქტომბერსვე ერაყში გაათავისუფლეს იორდანიელი მამაკაცი, რომელმაც მძველობაში 13 დღე გაატარა. იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ზიად რიფაი ახლა ერაყში იორდანიის საელჩოში იმყოფება და სახლში დასაბრუნებლად ემზადება. რიფაის გამტაცებლები მისი ოჯახისგან 150 ათასი დოლარის გადახდას ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლის მოკვლით იმუქრებოდნენ. ზიად რიფაის ძმამ განაცხადა, რომ გამტაცებლებს გამოსასყიდი გადაუხადეს. მას თანხა არ დაუზუსტებია.
XS
SM
MD
LG