Accessibility links

დღეს საღამოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ


დღეს საღამოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით

დღეს საღამოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით
უპასუხებდა მაყურებელთა შეკითხვებს. პუტინის გამოსვლას ერთდროულად სამი ტელეარხი გადასცემდა. შეკითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა რუსეთი უკრაინის იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მოსკოვთან კიევის მაქსიმალურ დაახლოებას ემხრობიან, პუტინმა ასე უპასუხა: [ვლადიმირ პუტინის ხმა] "ბედნიერი ვიქნებოდით, უკრაინაში ასეთი ძალები რომ მყარდებოდეს, ვითარდებოდეს და მიზანსაც აღწევდეს. მაგრამ საზღვარგარეთიდან ინიციატივის გამოჩენა და უკრაინის შიგნით მოქმედი ძალების მხარდაჭერა, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან, მეტად სახიფათო საქმეა. ეს კონტრპროდუქციულია და საპირისპირო შედეგი შეიძლება მოგვიტანოს. ეს პროცესი შიგნიდან უნდა მომდინარეობდეს, უკრაინის საზოგადოებაში უნდა იშვას." ვლადიმირ პუტინი კიევს დღეს ეწვია სამდღიანი ვიზიტით. შეგახსენებთ, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღე რჩება. ცნობილია, რომ პუტინი მხარს უჭერს პრეზიდენტობის პრორუსულ კანდიდატს – პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩს.
XS
SM
MD
LG