Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პარლამენტის 70-მდე დეპუტატმა პრეზიდენტ


დღეს პარლამენტის 70-მდე დეპუტატმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა მიმართვა

დღეს პარლამენტის 70-მდე დეპუტატმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა მიმართვა
1992 წლის 24 ივნისის დაგომისის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით. სწორედ ამ დოკუმენტის პირობათა შესაბამისად, სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის ზონაში უკვე 12 წელია იმყოფება შერეული სამშვიდობო ძალები: რუსულ-ქართულ-ოსური ბატალიონები. საგანგებო პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონიდან პირველ რიგში უნდა მოიშოროს რუსეთის სამშვიდობო ძალები, რომელიც რეგიონის დესტაბილიზაციის უმთავრესი ფაქტორია. ძიძიგურის თქმით, რომელი სარდალიც უნდა ხელმძღვანელობდეს შერეულ სამშვიდობო ძალებს, სასიკეთო ცვლილებას ვერ ვიხილავთ.
XS
SM
MD
LG