Accessibility links

logo-print

ევროპის კომისიის თავმჯომარემ ჟოზე მანუელ


ევროპის კომისიის თავმჯომარემ ჟოზე მანუელ ბაროზომ მის მიერ წარდგენილი, ევროპის კავშირის აღმასრულებელი

ევროპის კომისიის თავმჯომარემ ჟოზე მანუელ ბაროზომ მის მიერ წარდგენილი, ევროპის კავშირის აღმასრულებელი
პირების, კომისრების გუნდის სია უკან გაიტანა, რადგან ამ სიას საფრთხე დაემუქრა, რომ არ იქნებოდა დამტკიცებული ევროპის პარლანემტის მიერ. მან ასამბლეას უთხრა, რომ დღეს რომ მოეწყოთ კენჭისყრა, შედეგი ევროპის ინსტიტუტებისთვის არ იქნებოდა დადებითი: [ბაროზოს ხმა] “მეტი დრო მჭირდება ამ საქმის გადასახედა და საბჭოსთან და სხვებთან საკონსულტაციოდ, რათა ახალ კომისიას ფართო მხარდაჭერა ჰქონდეს. უკეთესია სწორად გასაკეთებლად მეტი დრო დავხარჯოთ”. უფრო ადრე პარლამენტის სოციალისტმა და სხვა წევრებმა თქვეს, რომ არ დაუჭერენ მხარს ბაროზოს გუნდს, რადგან მასში შედის იტალიელი კათოლიკე როკო ბოტილიონე, რომლის კონსერვატულმა შეხედულებამ ჰომოსექსუალების და ქალების მიმართ მღელვარება გამოიწვია.
XS
SM
MD
LG