Accessibility links

logo-print

ევროპის ქვეყნებისა და ირანის წარმომადგენლებმა


ევროპის ქვეყნებისა და ირანის წარმომადგენლებმა, ვენაში გამართულ მოლაპარაკებაზე,

ევროპის ქვეყნებისა და ირანის წარმომადგენლებმა, ვენაში გამართულ მოლაპარაკებაზე,
ვერ მოახერხეს ურანის გამდიდრების პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოების მოგვარება. ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ პროგრამის განხორციელებაზე დიდი ხნით უარის თქმას. ხამენეიმ განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, ვენიდან ირანის დელეგაცია გაიხმოს. თუმცა, როგორც დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, სირიუს ნაზერიმ თქვა, მოლაპარაკება გაგრძელდება. საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა ირანს მოუწოდეს, უარი თქვას ურანის გამდიდრების პროგრამაზე და სამაგიეროდ თეირანს მშვიდობიანი ბირთვული ტექნოლოგიით უზრუნველყოფა შესთავაზეს.
XS
SM
MD
LG