Accessibility links

წააგებს თუ არა სააკაშვილი სანაძლეოს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ფიქრობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გარკვეული გავლენა აქვს რელიგიურ აღმსარებლობას. ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილ მეცნიერთა

გამოკვლევებიც არსებობს. საქართველოში რელიგიურ აღმსარებლობასა და ეკონომიკურ განვითარებას ან შრომის კულტურას შორის კავშირი ნაკლებად არის შესწავლილი, თუმცა ცალკეული პუბლიკაციები ბოლო პერიოდში მაინც ჩნდება. რა გავლენა არსებობს რელიგიურ აღმსარებლობასა და წარმოების განვითარების ტემპებს შორის?

მრავალი მეცნიერის შეხედულებით, რელიგიურ აღმსარებლობას უდიდესი გავლენა აქვს საზოგადოების შრომის კულტურაზე, შრომის ორგანიზაციის ფორმაზე და, როგორც ლოგიკური შედეგი, შრომის საბოლოო ეფექტიანობაზე. მათი აზრით, რელიგია საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ადამიანებში იმგვარ ჩვევებს, რასაც არ შეეძლო გავლენა არ მოეხდინა შრომისადმი მათ დამოკიდებულებაზე.

მაგალითად, ფიქრობენ, რომ პროტესტანტიზმი, როგორც აღმსარებლობა, წარმოების განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. ავსტრიელი მეცნიერი მაქს ვებერი აღნიშნავდა, რომ ” სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანებით დასახლებული ნებისმიერი ქვეყნის პროფესიული სტატისტიკის გაცნობისას აუცილებლად იპყრობს ჩვენს ყურადღებას ერთი მოვლენა, რომელიც არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი. ჩვენ მხედველობაში გვაქვს პროტესტანტების უეჭველი უპირატესობა მეწარმეთა და კაპიტალის ყველა მფლობელსა და ასევე მაღალი კვალიფიკაციის მქონე მუშათა შორის, უპირველეს ყოვლისა კი, თანამედროვე საწარმოს ტექნიკურსა და კომერციულ პერსონალს შორის. ... ამ შემთხვევაში გარკვეული აღმსარებლობისადმი კუთვნილება გამოდის არა როგორც ეკონომიკური მოვლენის მიზეზი, არამედ, გარკვეულ დონემდე, როგორც მისი შედეგი...”.

ასევე ფიქრობენ, რომ ე.წ. ”აღმოსავლეთის ვეფხვებისა” და იმავე იაპონიის ეკონომიკურ სასწაულს, გარკვეულწილად, ამ ქვეყნების რელიგიური აღმსარებლობა და კულტურა და ცხოვრების წესი განაპირობებს.

ამ მხრივ, მართლმადიდებლობა და მისი, როგორც აღმსარებლობის, გავლენა ეკონომიკური ზრდის ტემპსა და შრომის ორგანიზაციაზე ნაკლებად არის შესწავლილი, თუმცა ცალკეული პუბლიკაციები და მსჯელობები ამ თემაზე ბოლო წლებში საქართველოშიც ჩნდება. მაგალითად, გასული წლის ბოლოს გამოცემულ ნაშრომში ”გზა ევროკავშირისაკენ” ავტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ამბროსი გრიშიკაშვილი, ცალკე თავს უძღვნის რელიგიური აღმსარებლობის გავლენას ეკონომიკურ პროცესებზე. აქ საუბარია, ძირითადად, გარდამავალ ქვეყნებზე და მათი განვითარების ტემპებზე, რომელშიც, ავტორის აზრით, აღმსარებლობას საკმაოდ სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება:

[ამბროსი გრიშიკაშვილის ხმა] ”როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების ისტორიას უკვირდები და სწავლობ, ამჩნევ, რომ ერთ-ერთი განმსაზღვრელი ეკონომიკური წინსვლისა ამა თუ იმ ქვეყანაში არის რელიგიური აღმსარებლობაც. აი, მაგალითად, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მეჩვენება, რომ პროტესტანტიზმი ყველაზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ადამიანის შრომის კულტურის, შრომის ეთიკის განვითარებაზე. ალბათ, ამიტომ არის, რომ ესტონეთი გარდამავალი ქვეყნებიდან ყველაზე კარგად და მაღალი ტემპებით ვითარდება. კლასიკური ქვეყნებიდან აშშ-ში საკმაოდ განვითარებული რელიგიაა პროტესტანტიზმი და ამერიკას ეტყობა ეს. თუმცა არ შეიძლება მხოლოდ ამაზე დავიყვანოთ წარმოების განვითარების ტემპები და უტრირება მოვახდინოთ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია მაინც საგრძნობია. ”

ბუნებრივია, პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი აღმსარებლობასა და ეკონომიკას შორის, შესაძლოა, არ არსებობდეს და ეს ყოველივე, უდავოდ, საინტერესო, თუმცა არააქსიომატური მოსაზრება იყოს, მაგრამ იგივე სტატისტიკური მონაცემები და ქვეყნების რანჟირება აღმსარებლობისა და წარმოების განვითარების მიხედვით მაინც იძლევა გარკვეული ტენდენციის წარმოჩენისა და დასკვნების გაკეთების საშუალებას.
XS
SM
MD
LG