Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მოქმედი ექსტრემისტული ორგანიზაციის "ანსარ


ერაყში მოქმედი ექსტრემისტული ორგანიზაციის "ანსარ ალ-სუნას არმიის" განცხადებით,

ერაყში მოქმედი ექსტრემისტული ორგანიზაციის "ანსარ ალ-სუნას არმიის" განცხადებით,
მისმა წევრებმა სიკვდილით დასაჯეს ერაყის ეროვნული გვარდიის 11 მოსამსახურე. ამ დაჯგუფების საინტერნეტო გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ერთ ჯარისკაცს თავი მოჰკვეთეს, ხოლო დანარჩენი ათი - დახვრიტეს. გვარდიის მოსამსახურეები ბაღდადისა და ჰილას დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე შეიპყრეს. დღესვე, ერაყში პოლონელი ქალი მოიტაცეს. პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, მოტაცებული პოლონელი მოქალაქის ქმარი ერაყელია.
XS
SM
MD
LG