Accessibility links

logo-print

კიევში გაიმართა სამხედრო აღლუმი და


კიევში გაიმართა სამხედრო აღლუმი და სხვა საზეიმო ღონისძიებები, რომელიც ნაცისტური ოკუპაციისგან

კიევში გაიმართა სამხედრო აღლუმი და სხვა საზეიმო ღონისძიებები, რომელიც ნაცისტური ოკუპაციისგან
უკრაინის გათავისუფლების მე-60 წლისთავს მიეძღვნა. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან, ლეონიდ კუჩმასთან ერთად, ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, ბელორუსიისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა - ვლადიმირ პუტინმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ და ილჰამ ალიევმა. ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში თავისი სამდღიანი ვიზიტი დღეს დაასრულა და მოსკოვში დაბრუნდა. უკრაინელი ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ კიევში მისი სტუმრობის მიზანი იყო, მხარი დაეჭირა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატისთვის, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩისთვის. სამხედრო აღლუმის დროს იანუკოვიჩი პუტინის გვერდით იდგა. კვირისთვის დანიშნულ არჩევნებში იანუკოვიჩის მთავარ მეტოქედ ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იუშჩენკო ითვლება.
XS
SM
MD
LG