Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის


არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის"

არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის"
თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე დღეს გენერალურ პროკურატურას ჩვენებას აძლევს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის წამების ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს კაკაბაძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ის იყო პირველი, ვინც მოლაშვილის წამების ფაქტი დააფიქსირა და საშინლად ნაწამებ მდგომარეობაში მყოფი მოინახულა მისსავე საკანში. კაკაბაძე კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ პროკურატურას მისი დაკითხვის სურვილი გაუჩნდა, თუმცა ეჭვობს, ამან რაიმე რეალური შედეგი გამოიღოს. შეგახსენებთ: სულხან მოლაშვილი ექვსი თვის წინათ დააკავეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზარალის მიყენების ბრალდებით.
XS
SM
MD
LG