Accessibility links

logo-print

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო


ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე
ვასილ მაღლაფერიძე დღეს ჩავიდა სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სადაც რამდენიმე დღეს დარჩება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისა და ვითარების შესწავლის მიზნით. ამასთანავე, მაღლაფერიძე ორგანიზებას გაუწევს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "კარიტასის" მიერ კონფლიქტის ზონაში შეტანილი 200-ზე მეტი ღუმელისა და ქვანახშირის განაწილების პროცესს. ღუმელებით და ქვანახშირით დაკმაყოფილდება დიდი და პატარა ლიახვის სოფლების ყველა სკოლა და საავადმყოფო, აგრეთვე, სამედიცინო ამბულატორიები.
XS
SM
MD
LG