Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სააგენტო იტარ-ტასი იტყობინება, რომ


რუსეთის სააგენტო იტარ-ტასი იტყობინება, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა

რუსეთის სააგენტო იტარ-ტასი იტყობინება, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტობის კანდიდატ რაულ ხაჯიმბას სარჩელი და ხუთშაბათს დაადგინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა. სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარებოდა საგანგებო კომისიის მიერ ხმების ხელმეორედ დათვლას. როგორც ცნობილი გახდა, სერგეი ბაღაფშს 3 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში ხმა მისცა 44002-მა ამომრჩეველმა, რაულ ხაჯიმბას კი 30815-მა. ხმების ხელმეორედ დათვლის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ თავის დროზე ხმების დათვლაში აღმოჩენილი არითმეტიკული შეცდომების გამო მიიღო. სასამართლომ მოისმინა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრისა და უშიშროების სამსახურის უფროსის ჩვენებები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა ხორციელდებოდა. იგივე დაადასტურა კომისიის თავმჯდომარემ – სერგეი სმირმაც. რაულ ხაჯიმბას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას უზენაესი სასამართლო აფხაზეთში შექმნილი ვითარებით ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც თვითაღიარებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის მხარდამჭერი მიტინგები მოეწყო, ხაჯიმბამ განაცხადა, რომ არ დაუშვებს აფხაზეთში სამოქალაქო ომის გაჩაღებას და ემორჩილება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. თავის მხრივ სერგეი ბაღაფშმაც განაცხადა, რომ არ აპირებს ძალით დაიკავოს პრეზიდენტის კაბინეტი და თანამდებობას მხოლოდ კანონიერი გზით მიიღებს. შეგახსენებთ, აფხაზეთში 3 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ უკანონოდ ითვლება.
XS
SM
MD
LG