Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფატს პარასკევს


პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფატს პარასკევს დილით სამკურნალოდ პარიზის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფატს პარასკევს დილით სამკურნალოდ პარიზის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც იასირ არაფატის სისხლში შედედების ხელშემყობი სხეულების – თრომბოციტების ნაკლებობა აღმოაჩინეს. ეს ცნობა საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკის ოფისიდან გავრცელდა. არაფატის თანაშემწეებიც ადასტურებენ, რომ 75 წლის არაფატი სულ მალე დატოვებს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რამალას. ეს იქნება პირველი შემთხვევა 2002 წლის შემდეგ, როცა იასირ არაფატი ტოვებს თავის შტაბბინას, საიდან გამოსვლის საშუალებასაც მას ისრაელი არ აძლევდა. ახლა ისრაელის ხელისუფლება ირწმუნება, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ საშუალებას მისცემს არაფატს დაუბრუნდეს დასავლეთ სანაპიროს. კაიროში გამოსვლისას პალესტინის ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩეველმა ჯიბრილ რაჯუბმა განაცხადა, რომ არაფატის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიში არ იყო. პარიზიდან რამალაში მეუღლესთან ჩაფრინდა არაფატის მეუღლე სუჰაც.
XS
SM
MD
LG