Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხედრო


ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხედრო ფორმებში გამოწყობილმა

ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხედრო ფორმებში გამოწყობილმა
შეიარაღებულმა პირებმა ქაბულში გააჩერეს გაეროს ავტომანქანა, გალახეს მძღოლი და გაიტაცეს სამი უცხოელი, რომლებიც მიმდინარე თვის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამეთვალყურეოდ იმყოფებიან ავღანეთში. ამ ფაქტს რამდენიმე დღის წინ უსწრებდა ამერიკელი თარჯიმნის დაღუპვა ქაბულში და გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ თალიბანის მეომრები განახორციელებენ თავდასხმებს უცხოეთის მოქალაქეებზე. ხუთშაბათს ქაბულში გატაცებულთაგან ორი ქალია: ერთი ბრიტანულ-ირლანდიური წარმოშობისა, მეორე კი კოსოვოელი, მესამე მამაკაცი ფილიპინელი დიპლომატი გახლავთ. გატაცებაზე პასუხისმგებლობა თალიბანის ერთ-ერთმა განშტოებამ დაჯგუფება "ჯამიათ ჯაიშ მუსლიმიინმა". გაეროს წარმომადგენელმა ფარჰან ჰაყმა ჩვენს კოსოვოელ კოლეგებს განუცხადა: [ჰაყის ხმა] "ისინი დღეს შუადღისას ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ამ ეტაპზე ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ვმუშაობთ, ახლო კონტაქტი გვაქვს მათთან და ვიმედოვნებთ, რომ უზრუნველყოფილი იქნება გაეროს წარმომადგენელთა დაუყოვნებლივი და უპირობო განთავისუფლება".
XS
SM
MD
LG