Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კვლავ


აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კვლავ საკამათოა. როგორც გატყობინებდით, ხუთშაბათს თვითაღიარებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა,

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კვლავ საკამათოა. როგორც გატყობინებდით, ხუთშაბათს თვითაღიარებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა,
რომ არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის – პრემიერ-მინისტრ რაულ ხაჯიმბას მომხრეები სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ, მოსამართლე გიორგი აკაბამ გააუქმა გადაწყვეტილება, რომლითაც ბაღაფში გამარჯვებულად ცხადდებოდა, არჩევნები უკანონოდ გამოაცხადა და საარჩევნო კომისიას ორი თვის ვადაში ხელახალი არჩევნების დანიშვნა დაავალა. მოგვიანებით მან ეს გადაწყვეტილებაც უარყო. სერგეი ბაღაფში უკანონოდ მიიჩნევს არჩევნების ხელმეორედ ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას და აცხადებს: [ბაღაფშის ხმა] "ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, რადგან სასამართლომ პირველი გადაწყვეტილება იყო კანონიერი და ჩვენ მას ვუჭერთ მხარს". მოგვიანებით კი ჩვენს რადიოს პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ მხოლოდ ის განუცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ტელევიზიით იყო ნაჩვენები და მეტი არაფრის თქმა არ შეეძლო.
XS
SM
MD
LG