Accessibility links

რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმირ უსტინოვმა


რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმირ უსტინოვმა სახელმწიფო დუმის წინაშე გამოსვლისას დაიჩივლა,

რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმირ უსტინოვმა სახელმწიფო დუმის წინაშე გამოსვლისას დაიჩივლა,
რომ რუსეთის კანონმდებლობა ართულებს ტერორიზმთან ეფექტიან ბრძოლას. უსტინოვს მიაჩნია, რომ ტერორისტების ნათესავების დაკავება ტერორისტების მიერ მძევლების აყვანის შემთხვევებში შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს მათთან მოსალაპარაკებლად: [უსტინოვის ხმა]
"ნათესავების დაკავება და ტერორისტებისთვის იმის ჩვენება, თუ რა შეძლება მოუვიდეთ მათ ნათესავებს, შეიძლება გარკვეულწილად დაგვეხმაროს ადამიანების გადარჩენაში. ამიტომ ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება თვალის დახუჭვა და დიპლომატიური ნაღმების ჩადება. მე მიმაჩნია, რომ საკითხს უნდა მივუდგეთ ასე: ვინც ხმლით მოდის ჩვენზე, ხმლითვე უნდა მოკვდეს". დუმის ვიცე-სპიკერმა ლუბოვ სლისკამ უსტინოვის გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა, რომ ტერორისტების ნათესავები შესაძლოა წესიერი ადამიანები იყვნენ და არ შეიძლება მთელი ფარა, ერთი ცხვრით განისაჯოს. და კიდევ ერთი ცნობა დუმიდან: რუსმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ პუტინის ინიციატივას გუბერნატორთა პირდაპირი გზით არჩევის გაუქმების შესახებ. შეთავაზებუილ კანონპროექტის თანახმად, გუბერნატორები უნდა აირჩიონ ადგილობრივმა პარლამენტებმა და ისიც იმ კანდიდატთა შორის, რომლებსაც პრეზიდენტი დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG