Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტიჯმა ყაზახეთის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტიჯმა ყაზახეთის
ოპოზიციურ პარტიები დემოკრატიისთვის ბრძოლის გამო შეაქო. ოპოზიციური პარტიების ლიდერებს არმიტიჯი ყაზახეთის დედაქალაქში შეხვდა. სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდა აგრეთვე პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევსა და თავდაცვის მინისტრ მუხტარ ალტინბაევს და მათ მადლობა გადაუხადა ერაყში შეერთებული შტატების თაოსნობით მოქმედი კოალიციისთვის ჯარების შეწევნის გამო: [არმიტიჯის ხმა] "მე რამდენიმე მიზნით ჩამოვედი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის ყაზახეთის მთავრობისა და ხალხისთვის მადლობის გადახდა გახლავთ ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაში ხელშეწყობისთვის, სადაც პრეზიდენტად ჰამიდ კარზაი აირჩიეს და ერაყში მხარდაჭერისთვის". ყაზახეთი არის ერთადერთი შუააზიური სახელმწიფო, რომელმაც ერაყში სამხედროები გაგზავნა.
XS
SM
MD
LG