Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და მისი კონკურენტი ჯონ კერი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრეც კვლავ

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და მისი კონკურენტი ჯონ კერი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრეც კვლავ
ურთიერთბრალდებების გაცვლით არიან დაკავებული. კერი აცხადებს, რომ ჯორჯ ბუშმა ერაყში ომის დაწყებით ალ-ყაიდისგან და ზოგადად ტერორისმისგან მომდინარე საფრთხიდან საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხზე გადაიტანა. ბუში კი კვლავ ირწმუნება, რომ ყველაზე უკეთ სწორედ ის უზრუნველყოფს ამერიკელთა უსაფრთხოებას. შეერთებულ შტატებში ეკონომიკურ ვითარებაზე გამოქვეყნებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდა ნაწინასწარმეტყველევზე დაბალი იყო. ექსპერტები ამის მიზეზად ნავთობზე ფასების ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნის ნელ ტემპს ასახელებენ. ჯონ კერის საარჩევნო კამპანია ავრცელებს აზრს, რომ ბუშის ადმინისტრაცია მდიდრების ინტერესებს ემსახურება და არა საშუალო და მუშათა ფენისას. ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ წამოტივტივდა, რადგან "ჰოლიბარტონ კომპანიმ", რომელიც თავდაცვის სფეროს გიგანტი გახლავთ, უმართებულო პროტექციონიზმის შედეგად ერაყის სანავთობო სტრუქტურის აღდგენის სფეროში კონტრაქტი მოიპოვა. "ჰოლიბარტონის" წარმომადგენელმა ვენდი ჰოლმა განაცხადა, რომ ეს ძველი ბრალდებებია, რომელიც არჩევნების წინ საგანგებოდ ამოატივტივეს.
XS
SM
MD
LG