Accessibility links

პალესტინელთა ლიდერი იასერ არაფატი საფრანგეთის


პალესტინელთა ლიდერი იასერ არაფატი საფრანგეთის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება

პალესტინელთა ლიდერი იასერ არაფატი საფრანგეთის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება
და ექიმები მის სისხლში აღმოჩენილი დარღვევების გამოსწორებას ცდილობენ. არაფატი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე შტაბბინიდან იორდანიის სამხედრო ვერტმფრენით ამანში გადააფრინეს და იქიდან პარიზის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომზე გადაიყვანეს. იასერ არაფატის ექიმი ავადმყოფის მდგომარეობაზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისი სისხლის უჯრედები შედედებისთვის აუცილებელ ტრომბოციტებს ანადგურებს. არ არის ცნობილი კიდევ რამდენ ხანს მოუწევს არაფატს საავადმყოფოში ყოფნა.
XS
SM
MD
LG