Accessibility links

logo-print

არაბულენოვანმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ" თავისი ეთერით


არაბულენოვანმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ" თავისი ეთერით გადასცა ვიდეოფირი,

არაბულენოვანმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ" თავისი ეთერით გადასცა ვიდეოფირი,
რომელზეც ჩაწერილია ცნობილი ტერორისტის ოსამა ბინ-ლადენის გამოსვლა. მასში "ალ-ყაიდის" ლიდერი არაორაზროვნად აცხადებს, რომ უშუალოდ არის დაკავშირებული 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებთან და ამერიკელებს ახალი ტერაქტებით ემუქრება. [ბინ ლადენის ხმა] "თქვენი უსაფრთხოება არც კერის ხელშია, არც ბუშისა და არც "ალ-ყაიდის". თქვენი უსაფრთხოება თქვენსავე ხელშია. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების საქმეებში არ ჩაერევა, ავტომატურად უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას." ოსამა ბინ ლადენის ამ გამოსვლას მორიგი პროპაგანდისტული ხრიკი უწოდა ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, მაიორმა სკოტ ნელსონმა და დასძინა, რომ ბინ ლადენს აუცილებლად შეიპყრობენ.
XS
SM
MD
LG