Accessibility links

logo-print

აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რაულ ხაჯიმბას


აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რაულ ხაჯიმბას 200-მდე მომხრემ

აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატის რაულ ხაჯიმბას 200-მდე მომხრემ
დაიკავა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები. ხაჯიმბას მომხრეთა მეორე ნაწილმა, 150-მდე კაცმა, სამთავრობო შენობების შესასვლელები გადაკეტა. ამ ინფორმაციას ინტერფაქსის სააგენტო ავრცელებს. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის სერგეი ბაღაფშის მომხრეები ტელევიზიის შენობას იცავენ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა თავისი ადგილი უნდა დაიკავოს. “აფხაზეთის კანონების შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოიტანა გადაწყვეტილება აფხაზეთის პრეზიდენტად სერგეი ბაღაფშის არჩევის შესახებ, რომელიც შემდგომ გასაჩივრდა აფხაზეთის უზენაეს სასამართლოში”, აღნიშნა აშუბამ. მისივე თქმით, "უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა აფხაზეთის ცესკოს გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება - აფხაზეთის პრეზიდენტი არჩეულია.”
XS
SM
MD
LG