Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს მოსკოვში გაემგზავრა,

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს მოსკოვში გაემგზავრა,
სადაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა მოგვარების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარესთან ბორის გრიზლოვთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან და განსაკუთრებულ დავალებათა ელჩთან ლევ მირონოვთან. როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს აცნობა, ვიზიტი სამუშაოა და მიზნად ისახავს თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობებში არსებულ სადავო საკითხებზე დიალოგის გაგრძელებას. ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ რუსეთის მხრიდან დაინახავს კონტრუქციული ნაბიჯების გადადგმის სურვილს საქართველოსთან ურთიერთობის მოწესრიგებაში. მოსკოვში ნინო ბურჯანაძის ვიზიტი 2 ნოემბრამდე გასტანს.
XS
SM
MD
LG