Accessibility links

logo-print

ამერიკელ ექიმთა, ბიზნესმენთა და ქველმოქმედთა


ამერიკელ ექიმთა, ბიზნესმენთა და ქველმოქმედთა დელეგაციამ საქართველოში

ამერიკელ ექიმთა, ბიზნესმენთა და ქველმოქმედთა დელეგაციამ საქართველოში
5,4 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა - მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა. ჰუმანიტარულ ტვირთს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე პატრიშა მოლერი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი დახვდნენ. როგორც პატრიშა მოლერმა აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღევანდელი დღე ღირსშესანიშნავია საქართველოსთვის, რადგან ამ ქვეყანაში 5,4 მილიონი დოლარის დახმარება ჩამოვიდა. ელჩის მოადგილის თქმით, ის ამაყია, რომ, აშშ-ის მთავრობამ დახმარება აღმოუჩინა მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
XS
SM
MD
LG