Accessibility links

აშშ-ის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითი


აშშ-ის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითი ჯარის რვა მოსამსახურე მოკლეს დღეს ერაყში.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითი ჯარის რვა მოსამსახურე მოკლეს დღეს ერაყში.
ამერიკის არმიის სარდლობის ცნობით, კიდევ ცხრა ჯარისკაცი დაიჭრა. გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ინციდენტი ანბარის პროვინციაში მოხდა. სწორედ ამ პროვინციაში მდებარეობს მეამბოხეთა კონტროლქვეშ მყოფი ქალაქები ფალუჯა და რამადი. დღესვე, ბაღდადში, ტელეკომპანია "ალ-არაბიას" შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა შვიდი და დაშავდა 19 ადამიანი. ამ აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ სახელწოდებით "1920-ის ბრიგადა". მაგრამ დამოუკიდებელი წყაროებით ამ განცხადების სარწმუნოობის შემოწმება ვერ ხერხდება. ასევე დღეს აშშ-ის ავიაციამ რამდენიმე იერიში მიიტანა მეამბოხეთა ობიექტებზე ქალაქ ფალუჯაში. როგორც ვარაუდობენ, სწორედ იქ არიან გამაგრებული აბუ მუსაბ ზარყავის ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები. მიღებული ცნობების თანახმად, ამერიკელი სამხედროები ქალაქის ასაღებად ემზადებიან.
XS
SM
MD
LG