Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიკოლა


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიკოლა ბილოკონმა თანამემამულეები გააფრთხილა,

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიკოლა ბილოკონმა თანამემამულეები გააფრთხილა,
რომ - თუ ხვალინდელი საპრეზიდენტო არჩევნებისას წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას დასჭირდა - ძალას მიმართავს. მინისტრის თქმით, საარჩევნო უბნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციის 140 ათასი თანამშრომელი იმორიგევებს. გამარჯვების ორი მთავარი პრეტენდენტი და მათი მხარდამჭერები ერთმანეთს ადანაშაულებენ ბინძური ხრიკების გამოყენებასა და საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობაში. პრეზიდენტობის ძირითადი პრეტენდენტები არიან პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსი, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი და ოპოზიციის ლიდერი, პროდასავლური ხაზის მიმდევარი ვიქტორ იუშჩენკო. პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, რომელიც მხარს იანუკოვიჩს უჭერს, თანამემამულეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG