Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს რადიოთი გამოვიდა და 2 ნოემბრის არჩევნებამდე

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს რადიოთი გამოვიდა და 2 ნოემბრის არჩევნებამდე
უკანასკნელად მიმართა თანამემამულეებს. ბუშმა ამერიკელებს მოუწოდა, საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში - განურჩევლად იმისა, ვისთვის აპირებენ ხმის მიცემას. მან აღნიშნა, რომ ფლობს იმ თვისებებს, რომლებიც აუცილებელია ტერორიზმთან ბრძოლისას. [ჯორჯ ბუშის ხმა]: "ბოლო ოთხი წლის მანძილზე თქვენ დაინახეთ, როგორ ვასრულებ სამუშაოს. მაშინაც კი, თუ არ მეთანხმებით, იცით, როგორია ჩემი პოზიცია, რა მწამს და რის გაკეთებას ვაპირებ. მალე თქვენ გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. და როგორიც უნდა იყოს ის, მოგიწოდებთ, სამშაბათს საარჩევნო უბნებზე მიხვიდეთ." პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა, დემოკრატმა სენატორმა ჯონ კერიმ თავის რადიომიმართვაში განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გამოასწორებს ბუშის ადმინისტრაციის მიერ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში დაშვებულ შეცდომებს.
XS
SM
MD
LG