Accessibility links

logo-print

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა


პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა
დღეს თავისი პირველი სხდომა ჩაატარა ამ ორგანიზაციის ლიდერის იასირ არაფატის გარეშე, რომელიც გუშინ საფრანგეთში გადააფრინეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში გამართულ სხდომას პალესტინელთა ავტონომიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი თავმჯდომარეობდა. სხდომის შემდეგ ავტონომიის ხელისუფლების წარმომადგენელმა საებ ერექათმა განაცხადა: [საებ ერექათის ხმა] "პალესტინის მთავრობა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. მაჰმუდ აბასი - პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის გენერალური მდივანი - დროებით დაიკავებს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. რაც შეეხება აჰმედ ყურეის, იგი ერთდროულად შეასრულებს პალესტინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს." 75 წლის არაფატის მკურნალი ექიმები აცხადებენ, რომ გამოკვლევის პირველი შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გავრცელებული ცნობების თანახმად, ექიმებს ლეიკემიის ეჭვი აქვთ.
XS
SM
MD
LG