Accessibility links

logo-print

კვირას სულ ცოტა ერთი ადამიანი


კვირას სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა და 19 დაიჭრა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დანაღმული მანქანების აფეთქებისას.

კვირას სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა და 19 დაიჭრა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დანაღმული მანქანების აფეთქებისას.
რუსეთის სააგენტოები იტყობინებიან, რომ პირველი აფეთქება მოსკოვის დროით დილის 7 საათსა და 40 წუთზე სტაროპრომისლოვკის რაიონში მოხდა, სადაც დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი. ამის შემდეგ სულ მალე, დაახლოებით 20 წუთში მეორე მძლავრი აფეთქება მოხდა გროზნოს საავადმყოფოს შესასვლელთან, სადაც პირველი აფეთქებისას დაშავებულები მიიყვანეს. მეორე მანქანის აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG