Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში კვირას საღამოს საარჩევნო უბნები


უკრაინაში კვირას საღამოს საარჩევნო უბნები დაიხურა. როგორც ჩანს, პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს ხმების აბსოლუტური უმრავლესობა არ მოუპოვებია.

უკრაინაში კვირას საღამოს საარჩევნო უბნები დაიხურა. როგორც ჩანს, პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს ხმების აბსოლუტური უმრავლესობა არ მოუპოვებია.
ეგზიტ-პოლების თანახმად, ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციის კანდიდატმა ვიკტორ იუშჩენკომ მიიღო, თუმცა პირველ ტურშივე გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ეგზიტ-პოლები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების აზრის შემსწავლელი ჯგუფების კონსორციუმმა ჩაატარა. ეგზიტ-პოლმა აჩვენა, რომ ხმათა 45 პროცენტი პრო-დასავლურმა კანდიდატმა ვიკტორ იუშჩენკომ მოიპოვა, 37% კი პრემიერ-მინისტრმა ვიკტორ იანუკოვიჩმა. ეს უკანასკნელი თავისი პრორუსულობით არის ცნობილი. თუკი პროცენტული მაჩვენებელი არ გაიზარდა, ანუ იმავე იუშჩენკომ ხმების 50%-ზე მეტი არ მიიღო, მომავალ თვეში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. უბნების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე უცხოელმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა "მრავალ სერიოზულ დარღვევას". ევროპის არჩევნებზე მეთვალყურე ორგანიზაციათა ქსელის – იგივე "ენემოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ედილ ბაისალოვმა განაცხადა, რომ მეთვალყურეები ბევრი ამომრჩევლის საარჩევნო უბნიდან უკან გაბრუნების მოწმენი გახდნენ. საქმე ის იყო, რომ ბევრმა ამომრჩეველმა საკუთარი სახელი და გვარი ამომრჩეველთა სიებში ვერ ნახეს. გარდა ამისა, მეთვალყურეები აცხადებენ, რომ განსაკუთრებული ზეწოლა იყო სასწავლებლების სტუდენტებზე ამავე დაწესებულებების ადმინისტრაციის მხრიდან. ევროპის არჩევნებზე მეთვალყურე ორგანიზაცითა ქსელს უკრაინის არჩევნებზე 300 მეთვალყურე ჰყავდა მობილიზებული.
XS
SM
MD
LG