Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერი, საველე


ჩეჩენ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერი, საველე მეთაური შამილ ბასაევი რუსეთთან ბრძოლის მზადყოფნის შესახებ აცხადებს.

ჩეჩენ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერი, საველე მეთაური შამილ ბასაევი რუსეთთან ბრძოლის მზადყოფნის შესახებ აცხადებს.
ბასაევის განცხადება ჩეჩნურ იტნერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა. ინტერნეტ გვერდზევე განმარტებულია, რომ გამოქვეყნებული მასალა, არის შამილ ბასაევის პასუხები მისთვის ჩრდილო-ამერიკული გაზეთის - "ტორონტოს გლოუბ ენდ მეილის" მიერ იმეილით გაგზავნილ შეკითხვებზე. გაზეთის მესვეურებმა ინტერვიუს გამოქვეყნებისგან თავი შეიკავეს, რადგან სჭირდებოდათ მეტი მტკიცებულება იმისა, რომ პასუხები ნამდვილად ბასაევს ეკუთვნოდა. ვებ-გვერდზე აღნიშნულია აგრეთვე, რომ ბასაევის მიზანი არ არის ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების ხოცვა, არამედ ის ჩეჩენი ხალხის გენოციდის შეწყვეტის, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის იბრძვის.
XS
SM
MD
LG