Accessibility links

logo-print

ურკაინის საპრეზიდენტო არჩევნებში სარჩევნო ბიულეტენების


ურკაინის საპრეზიდენტო არჩევნებში სარჩევნო ბიულეტენების 94 პროცენტზე მეტის დათვლის შედეგად სხვაობა ორ ძირითად კანდიდატს,

ურკაინის საპრეზიდენტო არჩევნებში სარჩევნო ბიულეტენების 94 პროცენტზე მეტის დათვლის შედეგად სხვაობა ორ ძირითად კანდიდატს,
ვიქტორ იანუკოვიჩსა და ვიქტორ იუშჩენკოს შორის ერთ პროცენტს შეადგენს. იანუკოვიჩს ხმა მისცა ამომრჩეველთა 40 პროცენტზე მეტმა. იუშჩენკოს - 39 პროცენტზე ოდნავ მეტმა. ევროპული ორგანიზაციების წარომამადგენელთა თქმით, კენჭისყრა ბევრად უფრო ნაკლებად შეესატყვისება საერთაშორისო სტანდარტებს, ვიდრე 2002 წლის არჩევნები. ლვოვში მიმდინარეობს ვიქტორ იუშჩენკოს მომხრეთა მრავალათასიანი მიტინგი. მისი მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პირველ ტურში მან კენჭისყრის შედეგების ფალსიფიცირების გამო ვერ გაიმარჯვა. როგორც უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა ორშაბათს, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG