Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელ ავივის ბაზარში დანაღმული ავტომობილის


თელ ავივის ბაზარში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა და 32 დაიჭრა.

თელ ავივის ბაზარში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა და 32 დაიჭრა.
ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ორგანზაციამ "პალესტინის განთავისუფლების ეროვნულმა ფრონტმა." ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანის საჭეს უჯდა 16 წლის თვითმკვლელი პალესტინელი, რომელიც აფეთქების მეოთხე მსხვერპლია. დღესვე ლტოლვილთა ბანაკ ასკარში, სადაც ცხოვრობს თვითმკვლელის ოჯახი, ისრაელის ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელი მოზარდი, რომელიც მათ ქვებს ესროდა. პალესტინის ავტონომიის ადმინისტრაციის წევრმა საებ ერექათმა განაცხადა: [ერექათის ხმა] "ჩვენ ვგმობთ ამ ტერაქტს, ისევე როგორც ყოველთვის ვგმობდით მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს. ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთოს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებების გასაახლებლად, ვინაიდან ეს ერთადერთი გზაა, ძალადობის აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG