პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი პარიზის მახლობლად საავადმყოფოში გადის სამედიცინო შემოწმებას.
ლეიკემიით დაავადების ეჭვი, როგორც ჩანს, არ გამართლდა და ამჟამად ექიმები ცდილობენ დაადგინონ, ხომ არ არის არაფატის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ვირუსული ინფექცია. გამოკვლევის საბოლოო შედეგები ოთხშაბათისთვის არის მოსალოდნელი. პალესტინელთა ლიდერის უახლოესი თანამოაზრეების თქმით, რომლებიც თან ახლავან მას საფრანგეთში, არაფატი თავს საგრძნობლად უკეთ გრძნობს.