Accessibility links

logo-print

ავღანეთში ხელისუფლება ატარებს გამოძიებას, არის


ავღანეთში ხელისუფლება ატარებს გამოძიებას, არის თუ არა დაკავშირებული სამთავრობო სტრუქტურების რომელიმე მუშაკი გაეროს სამი თანამშრომლის გატაცებასთან.

ავღანეთში ხელისუფლება ატარებს გამოძიებას, არის თუ არა დაკავშირებული სამთავრობო სტრუქტურების რომელიმე მუშაკი გაეროს სამი თანამშრომლის გატაცებასთან.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მძევლების აყვანა შეუძლებელი იქნებოდა "შიგნიდან" დახმარების გარეშე. გამტაცებლები - რომლებიც თავს დაჯგუფება "მუსულმანთა არმიის" წევრებს უწოდებენ - იმუქრებიან, რომ მოკლავენ გაეროს თანამშრომლებს, თუკი არ იქნება განთავისუფლებული ყველა დაპატიმრებული თალიბი და "ალ ყაიდის" მეომარი. ულტიმატუმის ვადა პარასკევამდე გაგრძელდა. სამივე მძევალი უცხოელია. ისინი ავღანეთში კოსოვოდან, ჩრდილო ირლანდიიდან და ფილიპინებიდან ჩავიდნენ.

XS
SM
MD
LG