Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს
და სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ჯერ არ შეიმჩნევა პოზიტიური ძვრები ორმხრივი ურთიერთობის პრობლემურ საკითხებში. მაგრამ, მისივე თქმით, არსებობს პოლიტიკური ნება და არის იმედი, რომ მხარეები შეძლებენ წინსვლას. თავის მხრივ ნინო ბურჯანაძემ გამოთქვა აზრი, რომ ორმხრივი ურთიერთობები, სამწუხაროდ, ნორმალურ კალაპოტში არ ჩამდგარა და ჯერ კიდევ ასრებობს სერიოზული პრობლემები. დღესვე ბურჯანაძემ რადიო "ეხო მოსკვისთან" ინტერვიუში მოსკოვი დაადანაშაულა სეპარატიზმის საკითხისადმი ორმაგი სტანდარტით მიდგომაში. მან, კერძოდ, უკმაყოფილება გამოთქვა აფხაზური სეპარატისზმისადმი რუსეთის დამოკიდებულების გამო. როგორც ბურჯანაძემ თქვა, რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე სეპარატიზმს ებრძვის, მაშინ როცა საქართველოში - ხელს უწყობს სეპარატიზმს.
XS
SM
MD
LG