Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დამთავრებამდე დარჩენილ


აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დამთავრებამდე დარჩენილ საათებს პრეზიდენტობის კანდიდატები

აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დამთავრებამდე დარჩენილ საათებს პრეზიდენტობის კანდიდატები
ჯორჯ ბუში და ჯონ კერი უწინარეს ყოვლისა იმ ამომრჩევლების მისამხრობად იყენებდნენ, რომელთაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რომელ კანდიდატს მიანიჭებენ უპირატესობას. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ორ კანდიდატს არჩევნებში გამარჯვების თანაბარი შანსები აქვს. დღეს ბუშის საარჩევნო კამპანია ითვალისწინებდა სტუმრობას ოჰაიოს, პენსილვანიის, უისკონზინისა და ნიუ-მექსიკოს შტატებში მშობლიურ ტეხასში დაბრუნებამდე. ხვალ ბუში ტეხასში მივა სარჩევნო უბანში. კერი კი თავის საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ურნაში მასაჩუსეტში ჩააგდებს. მანამდე მისი გეგმა ითვალისწინებდა ფლორიდაში, უისკონზინში, მიჩიგანსა და ოჰაიოში სტუმრობას.
XS
SM
MD
LG