Accessibility links

“იეღოვას მოწმეების” ეკლესიის წევრთა პრობლემები სომხეთში


განვაგრძობთ გადაცემათა სერიას რელიგიური შემწყნარებლობის თემაზე. დღეს გესაუბრებით “იეღოვას მოწმეების” ეკლესიის წევრთა პრობლემებზე სომხეთში.



სომხეთის პარლამენტის სპიკერის მოადგილემ ტიგრან ტოროსიანმა ივნისში ევროპის საბჭოს პირობა მისცა, რომ ციხიდან გაათავისუფლებდნენ “იეღოვას მოწმეთა” ეკლესიის ოთხ წევრს, რომლებიც იმისთვის დააპატიმრეს, რომ სამხედრო სამსახურს არიდებდნენ თავს. პარლამენტმა მალევე, ივლისში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახურის შესახებ კანონი მიიღო. მაგრამ ახლახან ხუთი ადამიანი კიდევ ჩასვეს ამავე მოტივით და, სულ, სამხედრო სამსახურისთვის რწმენის გამო თავის არიდების მიზეზით სომხეთის ციხეში მყოფთა რიცხვმა 13-ს მიაღწია. ჩვენი “რადიო” შეეცადა გაერკვია, რატომ არ სრულდება მთავრობის დანაპირები. სომხეთის ოფიციალური პირები განსხვავებულ ახსნას იძლევიან ერთსა და იმავეზე.


სომხეთის მთავრობის სხვადასხვა წევრები “იეღოვას მოწმეთა” ეკლესიის მიმართ დამოკიდებულების შესახებ სხვადასხვა აზრის არიან. როგორც სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ტიგრან ტოროსიანმა გვითხრა, “იეღოვას მოწმეთა” ეკლესიის არც ერთი წევრი არ არის ახლა ციხეში ამ მიზეზით:

[ტოროსიანის ხმა] “ჩემთვის არ არის ცნობილი შემთხვევა, რომ ამ ორგანიზაციის წევრები ციხეში იყვნენ.”

აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობას მეთვალყურეობას უწევს ორგანიზაცია “ფორუმი 18”. მისი ინფორმაცით, ოქტომბერში სომხეთში, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზეზით, 5 ადამიანი დაიჭირეს. ანუ მათი რიცხვი, ვინც ახლა ამ მიზეზით ციხეშია, 13-მდე გაიზარდა. სომხეთის კანონმდებლობით, ამ მუხლით დაკავებულთათვის თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდეა გათვალისწინებული. ტოროსიანმა, ზემოთ უკვე ითქვა ამის შესახებ, ივნისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოაცხადა, რომ პატიმრებს მაშინვე გაუშვებდნენ, როგორც კი ალტერნატიული სამსახურის შესახებ კანონი შევიდოდა ძალაში. კანონი შევიდა ძალაში 1 ივლისს, მაგრამ ისინი, ვინც თავს არიდებს სამხედრო სამსახურს რწმენის გამო, კვლავ ციხეში არიან.
კანონის შემოღების მიუხედავად, მთავრობა არაფერს აკეთებს მისი რეალიზაციისთვის დაჭერამდეო, ასე უთხრეს ჩემს კლიენტებს პირადი საუბრისას თავდაცვის სამინისტროში, - ამბობს “იეღოვას მოწმეების” წევრთა ვექილი რუსტამ ხაჩატრიანი. სომხეთის ოფიციალური პირები, ამასთან, უარყოფენ, რომ “იეღოვას მოწმეთა” ეკლესიის წევრები მიჩნეულ იქნენ რწმენის გამო პატიმრებად, სანამ მათი ორგანიზაცია არ არის აღიარებული რელიგიურ გაერთიანებად.
ჯგუფის წარმომადგენელი პოლ გილესი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ეკლესია გაატარა რეგისტრაციაში 11 ოქტომბერს და ის სტატუსის მოპოვებას 9 წელი ელტვოდა:

[გილესის ხმა]“ერთ-ერთი არგუმენტი, თუ რატომ არ აღიარებდნენ ჩვენს წევრებს რწმენისთვის პატიმრობაში მყოფებად ის იყო, რომ ელოდნენ რეგისტრაციას. რაკი რეგისტრირებული არ ვიყავით, არ შეეძლოთ მათი ციხიდან გაშვება. მაგრამ რეგისტრაციის ერთ-ერთი ხელის შემშლელი, როგორც გვეუბნებოდნენ, ის იყო, რომ ჩვენ სამხედრო სამსახურზე უარს ვამბობდით.”

“ფორუმი 18”-ის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი ვლადიმირ კარაპეტიანი ამას საერთოდ არ მიიჩნევს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმედ. სამინისტრომ უარი თქვა აეხსნა, თუ როგორ შეიძლება პირობა, რომელიც ქვეყანამ საბჭოს დაუდო 2001 წელს, არ იყოს სამინისტროს კომპეტენცია.
“ფორუმი 18”-ის რედაქტორმა ფელიქს კორლიმ გვითხრა, რომ მას არ სჯერა იმისა, რომ ეს გაუგებრობები მხოლოდ სომხეთის ბიუროკრატიის არაკომპეტენტურობას გამოხატავს:

[კორლის ხმა] “არა. მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მთავრობის არც ერთ უწყებას არ სურს ამის გაკეთება - განხორციელდეს კანონი ალტერნატიული სამსახურის შესახებ. მათ ზუსტად იციან რას აკეთებენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა - ყველა მათგანმა კარგად უწყის, რაშია პრობლემა. ისინი კარგად იცნობენ ვითარებას. მათ, უბრალოდ, არ სურთ - პოლიტიკური და სოციალური ზეწოლის ეშინიათ.”

კორლის თქმით, “იეღოვას მოწმეთა” ჯგუფი, რომელსაც 8000 წევრი ჰყავს სომხეთში, შეიძლება ყველაზე არაპოპულარულ ჯგუფად იქნეს მიჩნეული სომხეთში, სადაც ნორმალურობა გულისხმობს იყო სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წევრი. ქვეყანაში, რომელსაც ომი ჰქონდა და დაძაბულობა აქვს აზერბაიჯანთან, არ უყურებენ კარგად სამხედრო ვალდებულებისთვის თავის არიდებას. ამასთან, ბევრს აღიზიანებს, რომ ჯგუფი აქტიურად ეძებს ახალ წევრებს.

“იეღოვას მოწმეთა” გაერიანებას ცენტრი ნიუ-იორკში აქვს. მას მსოფლიოში 6 მილიონი წევრი ჰყავს.
XS
SM
MD
LG