Accessibility links

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლების


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით,

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით,
საპრეზიდენტო არჩევნების გამო დაპირისპირებული კანდიდატები სერგეი ბაღაფში და რაულ ხაჯიმბა მოსკოვში იმყოფებიან. საინფორმაციო სააგენტო "რეიტერსის" ცნობით, მას ხაჯიმბას პრეს-მდივანმა როინ აგრბამ უთხრა, რომ ბაღაფში და ხაჯიმბა, სავარაუდოდ, რუსეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც ვარაუდობენ, ლაპარაკია დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოსკოვის შუამავლობის მცდელობაზე. ასევე მოსკოვში მყოფმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ კი დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ, როგორც გასული 10 წლის მანძილზე ხდებოდა, ახლაც რუსეთში გადაწყდება, ვინ გახდება მორიგი ლიდერი აფხაზეთში.
XS
SM
MD
LG