Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.


აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ ამჟამინდელ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშსა და დემოკრატ სენატორს ჯონ კერის. ექსპერტები ამომრჩეველთა უაღრესად მაღალ აქტიურობას აღნიშნავენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებთან დილიდანვე რიგები გაჩნდა. როგორც ვარაუდობენ, დღის მანძილზე კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს, სულ ცოტა, 120 მილიონი ამერიკელი. წინა არჩევნებში 106-მა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ბუში ხმის მისაცემად მივიდა საარჩევნო უბანში მშობლიური ტეხასის შტატის ქალაქ კროუფორდში და გამოთქვა რწმენა, რომ გაიმარჯვებს: [ჯორჯ ბუშის ხმა] “ვფიქრობ, გავიმარჯვებ და შევძლებ მომავალშიც გავუძღვე ამ ქვეყანას, ვიზრუნო ამერიკის უსაფრთხოებაზე, ჩვენი კეთილდღეობის მატებასა და წინსვლაზე.” ჯონ კერიმ კი დღეს ვისკონსინის შტატში მიმართა თავის მომხრეებს: [ჯონ კერის ხმა] “დღეს არის დღე, როცა ყველაფერი თავიდან იწყება. დღეს დადგა ჯადოსნური მომენტი, როცა დედამიწაზე უდიდესი დემოკრატია მსოფლიოს აჩვენებს, როგორ შეგვიძლია მუშაობა. ჩვენ ერთად შევცვლით ქვეყნის მიმართულებას, ერთსულოვნებას და სიმართლეს დავუბრუნებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს.” დღესვე ამერიკელები სენატის 11 წევრს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს და 11 შტატის გუბერნატორებს ირჩევენ. საარჩევნო უბნები თბილისის დროით დილის ცხრა საათზე დაიხურება.
XS
SM
MD
LG