Accessibility links

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო


უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით,

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით,
კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმების თითქმის 97 პროცენტის დათვლის შემდეგ, ლიდერობს პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 39,88-მა პროცენტმა. ამავე მონაცემების თანახმად, მისმა მთავარმა მეტოქემ, ოპოზიციის ლიდერმა ვიქტორ იუშჩენკომ ხმების 39,22 პროცენტი მოაგროვა. მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. იუშჩენკოს მომხრეთა მტკიცებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია განზრახ აჭიანურებს საბოლოო შედეგების გამოცხადებას, რადგან არ სურს, აღიაროს, რომ საუკეთესო შედეგი იუშჩენკომ აჩვენა. პარლამენტში გამოსვლისას, ოპოზიციის ერთ-ერთმა გავლენიანმა წარმომადგენელმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ იანუკოვიჩს გაყალბებამაც ვერ უშველა. [იულია ტიმოშენკოს ხმა] "იანუკოვიჩი ვერასოდეს გახდება უკრაინის პრეზიდენტი, რადგან ვიქტორ იუშჩენკო პრეზიდენტი პირველივე ტურის მერე გახდა." უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბრისთვის დაინიშნა.
XS
SM
MD
LG