Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოსკოვი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოსკოვი
აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტებში ჩარევაში დაადანაშაულა. როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება კონფლიქტებში მოსკოვის ჩარევის საბაბი ხდება. ბურჯანაძის თქმით, “ყველას ესმის, რომ მოსკოვი ამას ერთადერთი მიზნით აკეთებს - თავს უფლება მისცეს, ჩაერიოს "თავისი" მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაში. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ბურჯანაძემ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას "არაეფექტიანი ორგანიზაცია" უწოდა. თავისი მოსაზრებისთვის ზურგის გასამაგრებლად ბურჯანაძემ ის გარემოება დაასახელა, რომ არ სრულდება აფხაზეთის საკითხზე თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერთა შორის მიღწეული არც ერთი შეთანხმება.
XS
SM
MD
LG